ხიდი ტერაბითიაში

ხიდი ტერაბითიაში

8.90 

სახელი: ხიდი ტერაბითიაში

ავტორი: ქეთრინ პატერსონი

ყდა: რბილი

გვერდების რაოდენობა: 156

ფასი: 8,90

ჯესი ერთი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელსაც სკოლა დიდად გულზე არ ეხატება, არც კლასელები გიჟდებიან მასზე. შინაც პრობლემები აქვს – გესლიანი დები, მუდმივი გაჭირვებისა და შრომისგან დღლილი დედ-მამა, სახლის საქმეები… ერთ დღეს ბიჭის ნაცრისფერ ყოველდღიურობაში მისი ახალი კლასელი – ლესლი შემოდის – უცნაურად ჩაცმული, უცნაურ რამეებზე მოსაუბრე გოგო, რომელსაც ყველა აითვალწუნებს, ჯესი კი დაუმეგობრდება. ლესლი ძალიან ჭკვიანია და საოცარი ფანტაზიით გამოირჩევა. ის ჯადოსნურ სამეფოს – ტერაბითიას გამოიგონებს, ჯესის და საკუთარ თავს კი მეფე- დედოფლად გამოაცხადებს. ამ გამოგონილ, საოცარ ქვეყანაში ბავშვები თავიანთი უღიმღამო ყოველდღიურობისგან აფარებენ თავს. ტერაბითიაში არ არიან გაბრაზებული მასწავლებლები, დამცინავი კლასელები, აგრესიული უფროსკლასელები, არც მამები რომლებიც შვილებს სცემენ, არც ბავშვები, რომლებიც განსხვავებულობას დასცინიან…

აღწერები

წიგნის შეფასება ვერ მოიძებნა.

იყავი პირველი,ვინც შეაფასა “ხიდი ტერაბითიაში”

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

გჭირდება დახმარება? დაგვიკავშირდით .

კატეგორიები: , , ,