მეფეთა უკანასკნელი არგუმენტი

მეფეთა უკანასკნელი არგუმენტი

0.00 

სახელი: მეფეთა უკანასკნელი არგუმენტი

ავტორი: ჯო აბერკრომბი

ყდა: სქელი

გვერდების რაოდენობა: 912

ფასი: -

ჯო აბერკრომბის “პირველი კანონის” ბესტსელერი ტრილოგიის დასკვნითი ნაწილი.

ისტორია დასასრულს უახლოვდება. ლოგენს კიდევ შემორჩა ძალა უკანასკნელი ბრძოლისთვის. ჩრდილოეთი ომის ალშია გახვეული. ცხრათითას სამშობლო უხმობს, სადაც ის თავის ძველ მეგობარსა და მთავარ მტერს უნდა დაუპირისპირდეს.

ინკვიზიტორ გლოკტას ბრძოლა სხვა ფრონტზე აქვს გაჩაღებული. ბრძოლა, სადაც დაცული არავინაა და ნდობას არავინ იმსახურებს. მისი ფარიკაობის დღეები წარსულს ჩაჰბარდა. მისთვის, საბედნიეროდ, შანტაჟი, მუქარა და წამება არანაკლებ ეფექტური იარაღია.

ჯეზალ დან ლუთარმა სამხედრო ცხოვრებასა და დიდების მოპოვების მცდელობას საყვარელ ქალთან ცხოვრება არჩია. თუმცა პირად ცხოვრებაშიც არანაკლები რისკია, დიდების ძახილი კი ზურგიდან მაშინ მოგეპარება, როცა ყველაზე ნაკლებად ელი.

სანამ კავშირის მეფეთ-მეფე მომაკვდავი იმყოფება, გლეხები აჯანყებებს აწყობენ, დიდგვაროვნები კი მისი ადგილის დაკავებისთვის იბრძვიან. ომის აჩრდილი კავშირის შუაგულში გამოჩნდა. უპირველესი მაგებს შორის, როგორც ყოველთვის, სამყაროს გადარჩენას გეგმავს, მაგრამ რისკი დიდია. იმაზე საშინელი რისკი კი არ არსებობს, ვიდრე პირველი კანონის დარღვევაა.

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “მეფეთა უკანასკნელი არგუმენტი”

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

გჭირდება დახმარება? დაგვიკავშირდით .

კატეგორიები: , ,