დამაცადეთ, სანამ ჰელენი მოვა

დამაცადეთ, სანამ ჰელენი მოვა

10.90 

სახელი: დამაცადეთ, სანამ ჰელენი მოვა

ავტორი: მერი დაუნინგ ჰანი

ყდარბილი

გვერდების რაოდენობა

ფასი: 10.90

მას შემდეგ, რაც ჰეზერის დედა იდუმალებით მოცულ ხანძარში იღუპება, მამა ხელმეორედ ქორწინდება და წარსულის დასავიწყებლად ოჯახთან ერთად სხვა ქალაქში გადადის. მამისგან განსხვავებით, ჰეზერი დედის სიკვდილს ვერ ეგუება და ახლადშეძენილ ოჯახთან ურთიერთობაზე უარს აცხადებს. განსაკუთრებით მტრულად დედინაცვლის შვილების, მაიკლისა და მოლის მიმართაა განწყობილი, რომელთაც მისი მოვლა ევალებათ. ჰეზერის ერთადერთი მეგობარიმათი ახალი სახლის მეზობლად მდებარე სასაფლაოს მკვიდრი, 100 წლით ადრე გარდაცვლილი გოგონა ჰელენის მოჩვენებაა, რომლის წარსული ცხოვრება ტრაგედიით, მისი ჰეზერთან დაკავშირებული გეგმა კი იდუმალებით არის მოცული.

მერი დაუნინგ ჰანის რომანი ისეთ მტკივნეულ და საინტერესო თემებს ეხმიანება, როგორიც სიკვდილი და საიქიო ცხოვრებაა.. ამბავი მოჩვენებაზე იმდენად ენიგმატური და, ზოგჯერ, მძიმეა, რომ ავტორის სამშობლოში წიგნის სასწავლო პროგრამიდან და სკოლის ბიბლიოთეკებიდან ამოღებაზე მშობლებს არაერთხელ მიუმართავთ. ამის მიუხედავად, მერი ჰანის „დამაცადეთ, სანამ ჰელენი მოვა“ მოჩვენებებზე დაწერილ ნაწარმოებებს შორის საკულტოს სტატუსს ინარჩუნებს და თანაბრად დააინტერესებს საშინელებათა ჟანრის მოყვარულ მოზარდებს და ზრდასრულ მკითველს.

აღწერები

წიგნის შეფასება ვერ მოიძებნა.

იყავი პირველი,ვინც შეაფასა “დამაცადეთ, სანამ ჰელენი მოვა”

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

გჭირდება დახმარება? დაგვიკავშირდით .

კატეგორიები: , ,