ატუანის აკლდამები

ატუანის აკლდამები

12.90 

სახელი: ატუანის აკლდამები

ავტორი: ურსულა ლე გუინი

ყდა: თხელი

გვერდების რაოდენობა: 224

ფასი: 12,90

ურსულა ლე გუინის „ზღვამიწეთის ციკლის“ მეორე წიგნის „ატუანის აკლდამები“ შეძენა შემდეგი კვირიდან იქნება შესაძლებელი!


როდესაც ტენარს უსახელო ძალების ერთქურუმად აირჩევენ, მას ყველაფრის მიტოვება მოუწევს – სახლის, ოჯახის და საკუთარი სახელისაც კი. ის ამიერიდან არჰაა, ატუანის აკლდამების მცველი.

“ატუანის აკლდამებში“ კვლავ ვიხილავთ „ზღვამიწეთის ჯადოქრის“ მთავარ გმირს, გედს, რომელიც თავგადასავლების ძიებაში აკლდამების ლაბირინთის პატიმრობაში აღმოჩნდება, სადაც ახალგაზრდა ჯადოქრისა და მისი დამტყვევებლის, ტენარის გზები გადაიკვეთება.

ლე გუინის თქმით, როგორც „ზღვამიწეთის ჯადოქარი“ წარმოადგენს ბიჭის კაცად ქცევის ისტორიას, ისევე „ატუანის აკლდამები“ არის ამბავი გოგონას შესახებ, რომელმაც მისი როლი და დაკისრებული პასუხისმგებლობა უნდა გადაიაზროს და ცხოვრების გზა თავად აირჩიოს.

“ატუანის აკლდამებში” ლე გუინმა შექმნა განსაკუთრებით პირქუში და ბნელი სამყარო, სადაც წყვდიადის განათება განსაკუთრებით რთულია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

აღწერები

წიგნის შეფასება ვერ მოიძებნა.

იყავი პირველი,ვინც შეაფასა “ატუანის აკლდამები”

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

გჭირდება დახმარება? დაგვიკავშირდით .

კატეგორიები: , , ,