Home

ჩვენი წიგნები

სიახლეები

ფილიპ კ.დიკის რომანში, „პალმერ ელდრიჩის სამი სტიგმა“, სამყარო აღარაა ისეთი, როგორსაც ვიცნობთ. ადამიანები ძალიან მარტოსულები და უბედურები არიან, ერთადერთ ნუგეშად კი „პატარა პატის კომპლექტებიღა“ დარჩენიათ – იდეალური თოჯინები სრულყოფილი ნივთებითა და ცხოვრებით; საოცნებო სამყაროს მინიმოდელი, რომელიც კაცობრიობას ახალ რეალობასთან შეგუების საშუალებას არ აძლევს. სინამდვილისგან თავის დასაღწევად ნარკოტიკების გამოყენება ჩვეულებრივი ამბავია.

ამ დროს ჩნდება პალმერ ელდრიჩი – უცხო ძალა, რომელიც ადამიანებს ახალ გამოსავალს სთავაზობს. ვინ არის პალმერ ელდრიჩი? სიკეთე თუ ბოროტება, ღმერთი თუ ეშმაკი? იქნებ, სულაც, რაღაც სხვა ძალა, რომელიც იმდენად მარტოსული და მოწყენილია, რომ ადამიანთა კიდევ უფრო გაუბედურებით ირთობს თავს? რას მოუტანს კაცობრიობას სამყარო, რომლის შენებასაც იგი ცდილობს?

შეიძინეთ ჩვენი წიგნები თბილისის ოფისში და მიიღეთ 30 პროცენტიანი ფასდაკლება.

მისამართი: ჭავჭავაძის 66